“არა კამარაჰესს”. დღეს დაგეგმილი შეხვედრა მოსახლეობასთან არ შედგა, დაანონსებული განხილვის მიუხედავად, მოხევეებთან არავინ ჩასულა, არადა კამარაჰესის წინასწარი დასკვნის ანგარიში ხელისუფლებას და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან ერთად უნდა განეხილა.
მოხევეები წლებია კამარაჰესის მშნებლობას აპროტესტებენ, ფიქრობენ, რომ 5 კილომეტრის მანძილზე მდინარე თერგის მილებში მოქცევა ხეობაში ღვარცოფული კერების გააქტიურებას გამოიწვევს და შესაძლოა სოფელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ხელისუფლება კი კვლავ ჯიუტად ცდილობს პროექტის განხორციელებას და როგორც ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, კამარაჰესის მშენებლობის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები დგაგნან.