ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს წამყვან თანამდებობებს

27 ივნისს გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებით თანამდებობები ასე განაწილდა:
· ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს
· ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის.
ახლა ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის მიერ უნდა აირჩეს მისი წევრების უმრავლესობით. უმაღლესი წარმომადგენლის ოფიციალური დანიშვნა კი მოითხოვს ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტის თანხმობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო