CITYZEN, 46, 000 მ2 ტერიტორიაზე არსებული პრემიუმ კომპლექსი, ინოვაციურ წამოწყებას უდებს საფუძველს და თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ არქუტექტურულ სტუდიასთან, Zaha Hadid Architects-თან იწყებს.
27 ივნისს, CITYZEN-სა და Zaha Hadid Architects-ს შორის ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერის მშენებლობაზე. ეს არის გარდამტეხი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტებს განსაზღვრავს თბილისში ინოვაციური არქიტექტურის მიმართულებით.
თბილისის შუაგულში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე CITYZEN ურბანული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას ბუნებრივ სილამაზესთან აერთიანებს. 46, 000 მ2 ფართობის სარეკრეაციო ზონა გამოირჩევა ოთხი საცხოვრებელი კომპლექსითა და თაუერით – ხელოვნური ტბა, ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, რომელოც მხოლოდ კომპლექსის მაცხოვრებელთათვის არის განკუთვნილი, სახელოვნებო ჰაბი – ტერიტორიაზე გალერეას, სახელოვნებო წრეებს და სახელოსნოებს მოიაზრებს იქ მაცხოვრებელი ზრდასრულებისა თუ ბავშვებისთვის – ეს უნიკალური მიდგომა ხაზს უსვამს მდგრადობასა და კავშირს, უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს.
„პროექტი მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენთვის და ვფიქრობ რომ საქართველოსთვისაც, რადგან ეს იქნება კავკასიაში პირველი კერძო პროექტი, რომელიც დაპროექტდება ზაჰა ჰადიდის სტუდიის მიერ. ეს იქნება მრავალფუქნციური კომპლექსი და ერთგვარი თბილისის სავიზიტო ბარათი, განსაკუთრებით არქუტექტურის მოყვარულთათვის და ტურისტებისთვის. მოკლე პერიოდში წარვადგენთ პროექტის ვიზუალურ მხარეს და ნათლად დაგვანახებს იმ ჰარმონიას, რომელსაც ველოდებით ამ პროექტიდან” – მინდია საბანაძე, აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი.
Zaha Hadid Architects-ს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დიდი ისტორია აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არქიტექტურული სტუდია ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიებთან ინოვაციური და საკულტო შენობების შესაქმნელად.
„ჩვენ მოხარულები ვართ რომ შესაძლებლობა გვაქვს CITYZEN-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწეროთ ხელი. ვფიქრობთ რომ შესანიშნავ პარტნიორობას გაგვიწევენ ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ჩვენი პირველი პროექტია აქ და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ შესაფერის პარტნიორთან ვთანამშრომლობთ, მას ვისაც კარგად ესმის არქიტექტურა. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი პარტნიორი შევარჩიეთ ურთიერთთანამშრომლობისთვის” – მანუელა გატო, Zaha Hadid Architects-ის დირექტორი.
Zaha Hadid Architects, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ დაარსებული კომპნაიაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია თავისი ავანგარდული დიზაინით, რთული გეომეტრიითა და უახლესი ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებით. Zaha Hadid Architects ცნობილია ისეთი საკულტო პროექტებით, როგორიცაა გუანჯოუს ოპერის თეატრი ჩინეთში, ლონდონის წყლის სპორტის ცენტრი დიდ ბრიტანეთში და ჰეიდარ ალიევის ცენტრი აზერბაიჯანში. ზაჰა ჰადიდის გარდაცვალების შემდეგ, Zaha Hadid Architects წარმატებით აგრძელებს თანამედროვე არქიტექტურის საზღვრების გადაკვეთას და სიახლეების შემოტანას. CITYZEN-თან თანამშრომლობა, Zaha Hadid Architects-ს პირველი პროექტია საქართველოში. თანამედროვე წამყვანი არქიტექტურული კომპანიის უახლესი დიზაინი და ინოვაციური ხედვა, სრულებით ახლებურ ხიბლს შესძენს თბილისს.
Zaha Hadid Architects-ს მიერ დაპროექტებულ კოლაბორაციულ თაუერს საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არქიტექტურული, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით. თაუერი ქართულ აქრიტექტურას გააცნობს Zaha Hadid Architects-ს ფუტურისტული და ინოვაციური დიზაინის პრინციპებს და სავარაუდოა რომ დაადგენს ახალ სტანდარტებს რეგიონის არქიტექტურისთვის. Zaha Hadid Architects-ს არქიტექტურული შინაარსიდან გამომდინარე, თაუერი შესაძლებელია იქცეს ქალაქის ღირსშესანიშნაობად, რაც გაზრდის ქალაქის არქიტექტურის საერთაშორისო პროფილს, მიიზიდავს ტურისტებს და არქიტექტურის მოყვარულებს.
(R)