პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს დღეს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.
„ ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი მ.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.