ვერმონტში, პალესტინელი წარმოშობის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ის შტატ ვერმონტში, პალესტინელი წარმოშობის კოლეჯის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის თანახამად, გამოძიება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.
ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, როგორც ჯეისონ ჯ. იტონი, 48 წლის.
“მოგვიანებით ბერლინგტონის პოლიცია და მერია პრესკონფერენციას გამართავს, რათა განიხილონ აღნიშნული ინციდენტი და დაკავება,” – განაცხადა პოლიციამ.