ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი „დიდი დანაკარგს“ განიცდის უკრაინისგან

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 27 ნოემბერს, რომ უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ ვერ ახერხებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას.
„ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მათ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზი არ დაძრულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკლისი მიეყენებინათ,“- თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ამის შესახებ განაცხადა მას მერე, რაც უკრაინის მაღალი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი „ჩიხში“ შევიდა.
AFP-თვის ბრიუსელში მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ალიანსის გენერალური მდივანი თვლის, რომ „პუტინმა ვერ მიაღწია უკრაინაში იმას, რაც სურდა“. „უკრაინაში ომი დიდი სტრატეგიული შეცდომა და პუტინის მარცხია, -“ თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, არ ისურვა იმაზე საუბარი, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი თუ დაუთმობს რუსეთს მის მიერ დაპყრობილი თავის ტერიტორიების ნაწილს. უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობების მიღება შეუძლია, ხოლო ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ეს არის სწორედ ის, რასაც ვაკეთებთ, განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ