“ვერ აღვწერ, ევროპაში როგორ უვლიან მშობლებს… ახლა ერთი სული მაქვს, დავბერდე” – დინა მირცხულავა

ევროპაში ჩამოსვლის დღიდან მაკვირვებდა აქაურების სიცოცხლის ხანგრძლივობა. საუკუნეს აღწევენ თითქმის და უარეს შემთხვევაში ოთხმოცი, ოთხმოცდაათი წლისები გადიან ამ ქვეყნიდან. მას შემდეგ, რაც მოხუცთა თავშესაფარში დავიწყე მუშაობა და მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ვნახე, სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოც ამოვხსენი : “პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა” ფრანგებმა სწორად და ზუსტად გაიგეს და გაიგეს ისე, როგორც შემოქმედმა ბრძანა. უბრალოდ ვერ აღვწერ, როგორ უვლიან მშობლებს, ყოველ შაბათ – კვირას სახლში მიჰყავთ, არდადეგებზე აუცილებლად მოჰყავთ თავისი შვილები, ზოგჯერ მთელ დღეს ატარებენ მათთან, უხდიან დაბადების დღეებს, იქვე უკვეთავენ ოჯახურ ვახშამს და მშობლებთან ერთად ვახშმობენ, ეკითხებიან რჩევებს…საკუთარ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰყავთ ჩართული. გაოცებული ვარ ამათი ურთიერთობით და დამოკიდებულებით. როგორ კვებავენ, როგორ აცმევენ (ძირითადად ბრენდებით), ზოგიერთს სახლში მიაქვს მშობლების სარეცხი და ამით იღებს მონაწილეობას მშობლების მოვლაში. ზოგიერთი დილით შემოირბენს, რომ მშობელთან ერთად მიიღოს საუზმე. ვიდრე ამ სისტემაში ჩავიხედებოდი, რაღაცნაირად მეცოდებოდნენ მოხუცები და ახლა ერთი სული მაქვს, დავბერდე.
რაც შეეხება, მეხუთე მცნებას აუცილებლად შესასრულებელია, აუცილებლად… არსად არც ერთ მცნებასა და ქადაგებაში არ ჰპირდება ღმერთი ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გარდა ზემოთ ხსენებულისა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს