კატარის საგარეო უწყება – ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კატარი აცხადებს, რომ მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია“, – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაჯედ ალ-ანსარი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ღაზაში ზავის ორი დღით გაგრძელებას „ჰამასიც“ ადასტურებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ორი დღით გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმაც გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ლორთქიფანიძე: დაგვცინის, როდესაც პროდუქტის ფასს ნახევარი კილოგრამის ღირებულებით ადგენს… დემაგოგიური, იაფფასიანი მეტროლოგია. ალბათ, ბავშვობაშიც კი პურზე არ გაუგზავნიათ გასტრონომში