ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება

გერმანიის ქალაქ კიოლნში გასამართი ევრო 2024-ის მერვედფინალური მატჩის, ესპანეთი-საქართველოს ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30 ევროდან 200 ევრომდე მერყეობს.
ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.
ფედერაცია ბილეთის შეძენის ინსტრუქციასაც აქვეყნებს:
„პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:
· პირველი კატეგორია – 200 ევრო
· მეორე კატეგორია – 150 ევრო
· მესამე კატეგორია – 60 ევრო
· მეოთხე კატეგორია – 30 ევრო
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ“.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია სა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა