ხარკოვში აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ხარკოვის მერის თქმით, რუსეთის არმიის მიერ ნასროლი ჭურვი ხარკოვის უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთ კორპუსს მოხვდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მოგვიანებით მერმა, იჰორ ტერეხოვმა დააზუსტა, რომ ჭურვი მოხვდა არა უმაღლესი სასწავლებლის შენობას, არამედ საცხოვრებელ რაიონს.
„ჭურვი მოხვდა კერძო საცხოვრებელ სახლებს. რამდენიმე მათგანი დაინგრა. დაზიანდა ასევე ჩვენი ერთ-ერთი უმაღლესის სასწავლებლის საერთო საცხოვრებელიც. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება,“ განაცხადა ტერეხოვმა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა უმაღლესი სასწავლებლის შენობის ფანჯრები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება