“ეს შემდგარი ერია და მას ვერავინ დააჩმორებს და ჩაიდებს ჯიბეში” – სააკაშვილი

საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი .
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს.
ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა დაუმარცხებელი – ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ ზუსტად ვიცით!”, – წერს სააკაშვილი.
გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ