პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომელიც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესების დამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი პარლამენტის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ წარუდგინა.
„ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.
ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)