შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფომრაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს და დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, როგორც ენერგორესურსების ტრანსპორტირების სწრაფ და სანდო მარშრუტზე. შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა