დმიტრო კულება ბრიუსელში ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ჩავა. როგორც უკრაინული მედია წერს, კულებას ვიზიტი 28-29 ნოემბერს შედგება. ვიზიტის მიზანი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება, უკრაინის ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დეკემბერში ევროსაბჭოს შემდეგი შეხვედრისთვის მომზადების კონტექსტში.
არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატ ჯოზეფ ბორელთან. კულება შეხვედრებს გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.