ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათ შორის ერთს – ევროკავშირთან, – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
„შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან. პირველად, ეს შეთანხმება ითვალისწინებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას ფართო მხარდაჭერა, შიდა ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას ისტორიულ მიზანთან აახლოებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას და კეთილდღეობას საერთო ევროპულ სახლში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ