“მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია” | ცოლისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი

“უცხოელ ბრალდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია”, – ამის შესახებ ცოლისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული უცხოელი პირის ადვოკატი, დენიელ კლიენი საუბრობს. ამბობს, რომ ბრალდებულის ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ისინი მზად არიან, აანაზღაურონ დაზარალებულების ხარჯები, რომლებმაც მიიღეს დაზიანებები.
“ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია ამ საქმეში, არის ფსიქიკური მდგომარეობა და ბრალდებულის განზრახვა, რადგან გვეჩვენება, რომ უცხოელ ბრალდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ამას სასამართლოები მოგვიანებით გადაწყვეტენ. ასევე, გენდერული შეუწყნარებლობის კუთხით, ჩვენს კლიენტს (ეჭვმიტანილს) ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა ცოლთან და მათ შვილთან და ფაქტობრივად, ინციდენტის დაწყებამდე ერთად ისაუზმეს. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ერთ-ერთ მსხვერპლს ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება, განსაკუთრებით ცოლი არ დაშავებულა და მე-3 მსხვერპლს ჰქონდა შედარებით მსუბუქი დაზიანება ხელის არეში, რომელიც საჭიროებდა ოპერაციას და მალევე გაწერეს. მეორე შენიშვნით, ეჭვმიტანილის ოჯახმა გამოხატა ღრმა სინანული და მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი აუნაზღაურებენ სამედიცინო ხარჯებს 2 დაზარალებულს, რომლებმაც მიიღეს დაზიანებები”, – ამბობს ადვოკატი.
იხილეთ ასევე:
· ორ შემსწრეს მანქანა დააჯახა, ცდილობდა დაეჭრა ძირს დაგდებული ცოლი, რომელმაც გადახტომა მოახერხა | კაცს პატიმრობა შეეფარდა