– ევროსაბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე – ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია

დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო მთავარი თემა არის როგორც ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში.
„საქართველოს ნაკრებმა აჩვენა საოცარი თამაში, მოიპოვა გამარჯვება და ყველა ამაზე საუბრობს. და მეორე ის, რომ ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე.
ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! – აი, ეს სულისკვეთება იქნება დღეს განხილვაში და დებატებში, და იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. მე დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს