პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტის დადგენილების პროექტი გორდულაძისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. არჩილ გორდულაძის უფლებამოსილების საკითხს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 20 ივნისს დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე გუშინ შეუწყდა. ის 2022 წლიდან საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“