ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს.
როგორც „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, კონფერენციაზე საუბრობენ იმ მოვლენებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში.
„ბოლო გადაწყვეტილებები, ერთის მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი, მეორეს მხრივ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, იქნება კონფერენციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ექსპერტები 25 ქვეყნიდან გვყავს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული გამოწვევები მრავალმხრივია, ეკონომიკური და სავაჭრო, უკრაინის ომით გამოწვეული. ამიტომ კონფერენციაზე არ ვსაუბრობთ მარტო რუსეთზე, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფაქტორზეც. დღევანდელ სამყაროში, სამწუხაროდ, აღარ არის ერთადერთი გამოწვევა, რომლის გავლენების შეჩერებაზეც მუშაობენ ევროკავშირსა და ნატოში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა