უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 1 X-59/X-69 მართვადი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 23 დრონი გაუშვეს.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.
