სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1291 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 81 მეგავატს აღემატება. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 342 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 27 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 949 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 53 მგვტ.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
energynews.ge