პრემიერი – სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, საოცრებაა – ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ

წარმოუდგენელი ემოციებია, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ გერმანიაში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის განცხადებით, დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი აქვთ.
„არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. წარმოუდგენელი ემოციებია. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა. იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ქართველებს ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და როცა პირველივე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას.
პორტუგალიის დამარცხებას განსაკუთრებული ფასი აქვს. პორტუგალიამ ბოლომდე იომა მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას. ბოლომდე იბრძოლეს და ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია და ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ