მოურინიო და ევროპა სრულდება? – ჟოზემ შესაძლოა, ნაკრები ჩაიბაროს

UOL-ის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.
პორტუგალიელს “ჯალოროსისთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი სურვილია, რომ “სელესაო” მუნდიალზე გაწვრთნას.
მოგეხსენებათ, აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა ახალი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი გახდებოდა, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიელი მადრიდის “რეალთან” კონტრაქტს გაახანგლძრივებს.