ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან საპროცესო გარიგება გააფორმა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლო მოსმენა -ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა. ჯულიან ასანჟმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და ის მშობლიურ ავსტრალიაში გაფრენას გეგმავს.
ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად წაყენებული 18 ბრალდებიდან ერთ-ერთში თავი დამნაშავედ ცნო.
ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. მანამდე კი მან შვიდი წელი ეკვადორის საელჩოში გაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ