რუსეთში ევროკავშირის ათობით წამყვანი მედიასაშუალების ვებგვერდებზე წვდომა იბლოკება

რუსეთში ათეულობით წამყვანი ევროპული მედიასაშუალების ვებგვერდებზე და სხვა მედია რესურსებზე წვდომა დაიბლოკება. ამის შესახებ სამშაბათს ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და მას საპასუხო ზომა უწოდა ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სამ რუსულ მედიასაშუალებაზე წვდომა იბლოკება.
საერთო ჯამში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედის ევროკავშირის 25 ქვეყნის (გარდა ხორვატიისა და ლუქსემბურგისა) 81 მედია ორგანიზაცია. მათ შორისაა სატელევიზიო და რადიო კომპანიები, გაზეთები, ჟურნალები და ონლაინ მედია. სიაში შედის გერმანული Spiegel-ი და FAZ-ი, ფრანგული Le Monde და Liberation, ესპანური El País, იტალიური La Stampa და La Repubblica, სააგენტო “ფრანს პრესი” და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლები (Ceska Televize) .
მოსკოვი ევროპულ მედიას ში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ” (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მათი არმიის სრულმასშტაბიან შეჭრას. – რედ) “ცრუ ინფორმაციის” სისტემატურ გავრცელებაში ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “თუ რუსულ მედიაზე შეზღუდვები მოიხსნება, რუსული მხარე თავის გადაწყვეტილებასაც გადახედავს.”
· მანამდე, მარტის დასაწყისში რუსეთის მედიისა და საკომუნიკაციო საშუალებათა მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, დაახლოებით ათი დღის წინ შეწყვიტა აკრძალული საიტების რეესტრის გამოქვეყნება, საიდანაც რუსეთის ოპერატორები იღებდნენ ინფორმაციას საიტების შესახებ, რომლების დაბლოკვაც იყო საჭირო და ამის საფუძველზე საძიებო სისტემები ბლოკავდნენ ამ რესურსებს.
· ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა დაბლოკვას თავად პირდაპირ „როსკომნადზორი“ ახორციელებს საკომუნიკაციო ქსელებზე მოქმედი მოწყობილობის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები