ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა – ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტებს ახლა უკვე აქვთ საშუალება, პრაქტიკული კომპონენტები თანამედროვე ტექნოლოგიებით შეასრულონ.
„ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. 400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება -ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას