კახეთში ძლიერი ქარიშხალი იყო, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი

კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძართან ძლიერი ქარიშხალი იყო. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონაზონი მარიამი აღწერს, “ძალიან უცნაურმა ტორნადომ” დააზიანა ტაძრის გუმბათი, მიმდებარე შენობები, ავტომანქანები.
“ინფორმაცია მაქვს რომ იყო ძალიან დიდი ზიანი, იყო ძალიან უცნაური ტორნადო, რომელმაც დააზიანა ტაძარი, მოთხარა ბაღი, ხეები, ამობრუნებულია მანქანები და სახურავი აღარ აქვს ალავერდს – დაზიანებულია გუმბათი, საეპისკოსო სასახლეები, ყველაფერი დაზიანებულია. უძლიერესი ქარიშხალი იყო”, – ამბობს ის.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიურ მოვლენამდე “კახეთში მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით” გაფრთხილება გაავრცელეს, დამატებით შეფასებებს კი მოგვიანებით გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა