გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია – დავით მათიკაშვილი ლილუაშვილის განცხადებაზე

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით “საქართველოსთვის” წევრის ს განცხადებას, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ ს საპატიმროში გადაყვანა-არ გადაყვანის საკითხი იუსტიციის სამინისტროს, ექიმთა კორპუსის და ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივაა და შესაბამისად, ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს.
მისი თქმით, გახარიას პარტია პოლიტიკური თვალთმაქცობით არის დაკავებული.
“გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია. მათ თითქოს არ სურთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდენტიფიკაცია და ამ დროს, არაერთ საკრებულოში მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სადაც ისინი ერთად არიან – საზოგადოებამ ესეც კარგად იცის.
მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა დგას ის საკითხი, სააკაშვილი კარგად არის თუ ცუდად არის, იმსახურებს თუ არა საავადმყოფოში დარჩენას თუ უნდა გადაიყვანონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ყველაფერი არის იუსტიციის სამინისტროს, ექიმთა კორპუსის და ზოგადად, სახელმწიფოს პრეროგატივა ასე, რომ მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში