ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

61 წლის პოლიციელი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა ავტოავარიაში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აცილებდნენ აეროპორტში.
„როიტერსის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შოტლანდია-უნგრეთის მატჩის შემდეგ ვიქტორ ორბანი აეროპორტში მიემართებოდა და მას შტუტგარტის საგზაო პოლიციის მოტოციკლების რაზმი აცილებდა. პოლიციის ოფიცერს დაეჯარა BMW-ის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა არ იცოდა, რომ გზაჯვარედინი დაკეტილი იყო.
გამოძიებას ლუდვიგსბურგის პოლიცია აწარმოებს, რომელმაც მოწმეებს პოლიციაში მისვლისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“