– ბორელისა და დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას

ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება ერთი ნათელი მესიჯი, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ყველა დასავლური კარის დაკეტვას, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება.
ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, თუ არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.
„ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში ერთი ნათელი მესიჯი იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ხელისუფლებაში დარჩენა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის და კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ჩვენ არა მხოლოდ მომავლის ევროპული პერსპექტივა დაგვეკარგება, არამედ რაც აწმყოში გვაქვს და რაც წარსულში მიგვიღია, რა სარგებელიც გვქონია და რა დასავლური სიკეთითაც გვისარგებლია, მათ შორის ვიზალიბერალიზაციით, თავისუფალი ვაჭრობით, ყველა ეს სიკეთე წაგვერთმევა ივანიშვილისა და მისი რუსული ბანდის წყალობით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. ბორელის თქმით, ევროკავშირი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს – შეამცირებს საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა