Reuters – დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა

დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში ს ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა – თუ ის -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.
ასევე, ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მოსკოვს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.
კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, რომლებიც 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსები იყვნენ, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.
ფრედ ფლეიცის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპი დადებითად გამოეხმაურა.
„არ ვამტკიცებ, რომ ის გეგმას ან თითოეულ სიტყვას დაეთანხმა, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამოხმაურება მივიღეთ“, – განაცხადა ფრედ ფლეიცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე