მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია – ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის” ს სტატუსზე ინფორმაციას ითხოვს. ს განცხადებით, ხელისუფლებამ, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, საინტერესოა, რატომ არ გადაჰყავთ ის საპატიმრო დაწესებულებაში.
ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობენ.
“მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია. საერთოდ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან თუ ამ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ ხდება ისე, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში. მთელი ქვეყანა ხედავს, ხელისუფლებისგან ნებადართულად, როგორ ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას სასამართლოების საფარქვეშ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა