ევროკავშირმა დაძლია უნგრეთის ვეტო რუსეთის აქტივების თაობაზე

ევროკავშირმა იპოვა ლეგალური “ხვრელი”, რითაც გვერდი აუარა ს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის გადაცემის თაობაზე უნგრეთის მიერ დაწესებულ ვეტოს. როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თავი შეიკავა ევროპაში დაბლოკილი რუსული ფონდებიდან შემოსავლის გამოყოფის წინა შეთანხმებაზე, იგი [ბუდაპეშტი] “ვეღარ იქნება ამ ფულის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების ნაწილი”, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
ბორელმა განმარტა, რომ ისინი ცდილობდნენ უნგრეთთან მოლაპარაკებას. კერძოდ, ბუდაპეშტს შესთავაზეს, რომ თავად არ მიეღო მონაწილეობა უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ არ დაებლოკა ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება. უნგრეთმა ამაზე უარი თქვა.
როგორც გამოცემა Politico წერს, ევროკავშირის ამ „ხვრელმა“ განარისხა უნგრელი პოლიტიკოსები. უკრაინის დახმარების ფონდში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან პირველი ტრანშის ჩარიცხვის თაობაზე ჟოზეპ ბორელმა 24 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, გამოაცხადა. ტრანსფერი 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს.
“და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ბლოკირება. პირველი ტრანში [ში] მომავალ კვირას, ივლისში ჩამოვა. მეორე – რამდენიმე კვირაში “, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირში რუსეთის ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი ევროს აქტივები გაიყინა. მათ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს მოგება მოაქვთ. ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის მაისში გაყინული რუსული ფულით მიღებული დივიდენდით, უკრაინისათვის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან