ღარიბაშვილი: დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს 1 366 000-ს მიაღწია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ს ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საქსტატის მონაცემებით, 1 366 000 ადამიანს შეადგენს.
“რაც შეეხება ეკონომოკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს, წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც, მეორეშიც, პირველშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რიცხვმა ქვეყანაში – 1 366 000, ეს ოფიციალურად რაც არის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.