ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა შაბათს ნაშუადღევს ხარკოვში დაბომბვის შედეგად. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, 20-ზე მეტია ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ს დაბომბვას ქალაქის ოთხ ადგილას მოჰყვა აფეთქება. მათგან ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანში.
ინტერნეტში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის კადრებიც გამოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა დანგრეული სახლის ვიდეო და აღნიშნა, რომ ხარკოვზე მართვადი ბომბები ჩამოაგდეს.
დაბომბილი სახლის ვიდეო უკრაინის პრეზიდენტმა მაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხარკოვზე მართვადი ბომბები ჩამოაგდეს.
ამავე დარტყმის დროს დაზიანდა ტროლეიბუსის გაჩერება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ტროლეიბუსიდან გადმოსვლისთანავე გაჩერებაზე გარდაიცვალა.
ტერეხოვის თქმით, კიდევ სამი დარტყმა მიაყენეს სამრეწველო საწარმოებს.
ხარკოვი, რომელიც მდებარეობს რუსეთის საზღვართან და ფრონტის ხაზთან ახლოს, ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულად იბომბება.
თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის რიგმა სხვა ქვეყნებმა უკრაინელ სამხედროებს გაუუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შეზღუდვა ხარკოვის დასაცავად.
ზელენსკიმ ხარკოვზე თავდასხმისადმი მიძღვნილ პოსტში უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, მისცენ მათ შესაძლებლობა შეტევა მიიტანონ რუსეთის აეროდრომებზე.