“ეს სანქციების გამო ხდება” – Fifa რუსული კლუბებს ფულს არ უხდის

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ FIFA-ს ჯერ კიდევ არ გადაუხდია იმ კლუბებისთვის ფული, რომლის ფეხბურთელებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდნენ მონაწილეობას.
რუსული გუნდებიდან მუნდიალზე 4 ფეხბურთელი, გრეგორი კრიხოვიაკი, დეიან ლოვრენი, ნუნი ნგამალე და გილერმო ვარელა იყო წარმოდგენილი.
“ჯერჯერობით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშეების მონაწილეობისთვის ფული დაბლოკილია. ფიფა ამ ფულს არ აგზავნის, რადგან ჩვენი კლუბები სანქციების ქვეშ არიან”, – თქვა მიტროფანოვმა.