არსებული ინფორმაციით, თბილისში ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით ახალგაზრდა გარდაიცვალა – ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სამი პირია დაკავებული

თბილისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო