მოსკოვი თანახმაა ვაშინგტონთან უსაფრთხოების მოლაპარაკების დაწყებაზე

რუსეთი “მზად არის” შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკება დაიწყოს. თუმცა, ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს უკრაინის კონფლიქტს, კონკრეტულად – ამერიკის “უშუალო ჩართულობას”, – განაცხადა დღეს, 21 ივნისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტებთან გამართულ რეგულარულ სატელეფონო პრესბრიფინგზე, პესკოვმა თქვა, რომ ასეთი დიალოგი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის “ძალიან საჭიროა”, რადგან “პრობლემები გროვდება და ბევრი პრობლემაა დაკავშირებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურასთან”.
კრემლის პრესსპიკერი პასუხობდა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უკრაინის კონფლიქტისგან დამოუკიდებლად, ბირთვულ რისკებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების დაწყების ალბათობის შესახებ.
როგორც ოფიციალური ვაშინგტონი, ისე ნატოს ლიდერები კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობას უარყოფენ. ისინი აცხადებენ, რომ ს სამხედრო დახმარებას საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის უგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე