პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არასასურველად გამოაცხადა სამი უცხოური -ამერიკული, კანადური და ფინური არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველა მათგანი ქრისტიანული მედიაა, რომელიც მათ შორის რუსულ ენაზეც მაუწყებლობს.
ფინური პან-ქრისტიანული სამაუწყებლო ტელე-რადიოკომპანია IRR-TV-ი 1986 წელს დაარსდა. რუსეთი მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია, თუმცა ტელევიზია ასევე მაუწყებლობს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. კომპანია ატარებს ევანგელისტურ საქმიანობას, ბეჭდავს და ავრცელებს ქრისტიანულ ლიტერატურას. IRR-TV ასევე აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს ახალი ამბებითა და სარედაქციო მასალებით. ორგანიზაცია აგროვებს დახმარებას უკრაინელი ჯარებისა და სამოქალაქო პირებისთვის.
იუსტიციის სამინისტროს აკრძალვის ქვეშ მოექცა ასევე რელიგიური ორგანიზაცია Great Commission Media Ministries-ის, ორი, ამერიკული და კანადური ფილიალი. ესეც წარმოადგენს მედიას, რომელიც 40 წელზე მეტია ატარებს სახარების სიტყვას ჯერ სსრკ-ში და შემდეგ რუსეთში, ასევე აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. GCM-ს აქვს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობას, ასევე გამოსცემს რელიგიურ ლიტერატურას მრავალ ენაზე. ის მჭიდროდ პარტნიორობს ფინურ IRR-TV-სთან. ასევე აშუქებს ომს უკრაინაში და აგროვებს დახმარებას ქველმოქმედების მიზნით.
· ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ამ სიაში 160-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და მედია, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია. რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ფორუმი
