სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვენ – კანონპროექტი დაინიცირდა

აშშ-ის სენატში ს ტერორისზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი დაინიცირდა. კანონპროექტის ინიციატორები, სენატორები, დემოკრატი, რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი, ლინდსი გრეჰემი არიან.
ბლუმენტალმა და გრეჰემმა თქვეს, რომ მათ “პირველად ნახეს ტერორიზმის ის სახეობა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა და დააფინანსა მთელ მსოფლიოში” – მათ შორის, ბუჩაში, ში.
სენატორების განცხადებით, კანონპროექტი -ს საშუალებას მისცემს დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის მათთვის, ვინც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებს და აშშ-ის სასამართლო სისტემას გზას გაუხსნის სამართლიანობისთვის “პუტინის ბარბაროსული ქცევის” მსხვერპლთათვის.
“ჩემი აზრით, ეს გზავნილი მსოფლიოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია მორალური თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული შედეგი,” – თქვა ბლუმენტალმა.
გრეჰემის თქმით კი, ეს კანონპროექტი უკრაინისთვის “მორალური სტიმულის” მიმცემია.
სენატორებმა კანონპროექტი მას შემდეგ დააინიცირეს, რაც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს.
დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთი შეუერთდება სიას, რომელშიც ასევე შედიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

ასევე დაგაინტერესებთ