ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ბელგიაში 30-მდე სკოლა დაიხურა

როგორც გამოცემა წერს, შეტყობინება ადმინისტრაციებმა კვირას საღამოს მიიღეს. ორშაბათს ბრიუსელისა და ბრაბანტის რეგიონში 27 სკოლა არ გაიხსნა.
სასწავლო დაწესებულებებში პოლიციელები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.