თბილისის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა – საბურთალოს ხაზი სრულად ვერ მუშაობს

დღეს დილით თბილისის მეტროში, ლიანდაგებში, მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” მოხდა. მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ინციდენტის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან” მხოლოდ „დელისამდე”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი