ვახტანგ ცინცაძემ სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის ტვინინგ-პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ ევროკავშირის დაფინანსებული ტვინინგ პროექტის, – “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მისი თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) უპირატესობების სრულად გამოყენებას, ქართული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მათ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ტექნიკური ბარიერების გარეშე და საბოლოოდ მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ სფეროებში ეროვნული სისტემების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ახორციელებს. მისი თქმით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (EURAMET, CENCENELEC, ISO, IEC, BIPM, OIML) რაც ხელს უწყობს მის სრულ ინტეგრაციას აღნიშნულ ორგანიზაციებში.
სამინისტროს განმარტებით, მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის ტვინინგ პროექტის შედეგად განხორციელებული აქტივობები, რომლის შედეგადაც სააგენტო მიღებულ იქნა ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიან წევრად. მისი თქმით, ასევე წარმატებით დასრულდა სტანდარტების დეპარტამენტის სერთიფიცირების პროცესი, გაიცა ევროპული სტანდარტის ენ ისო 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები“ შესაბამისობის სერტიფიკატი, მომზადდა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროექტები სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროებში.
„აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ხელს უწყობს აამაღლოს სააგენტოს როგორც, რეგიონალური ჰაბის როლი მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის მიმართულებებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!