მეტროში საბურთალოს ხაზზე კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროში საბურთალოს ხაზზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

როგორც სატრანსპორტო სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, კაცი ლიანდაგებიდან მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია.

სატრანსპორტო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა, ჯერჯერობით, არ აღდგენილა, რადგან ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ხაზზე მოძრაობა განახლდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ