ახალგაზრდების აქცია გმირთა მემორიალთან დასრულდა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დანაყოფები. მომიტინგეები გმირთა მოედანთან სკანდირებდნენ – “გაუმარჯოს ჩვენს გმირებს”.
მომიტინგეებმა ადგილზე სიმბოლურად ტელეფონის ფანრები აანთეს. აქციის ორგანიზატორებმა კი გმირთა მემორიალთან ხატები დააბრძანეს.
“მაშინ, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს ვებრძვით სარწმუნოებას, მინდა ხმამაღლა განვაცხადო – მე ვარ მართლმადიდებელი, აქ კი არის ჩემი მუსულმანი დედა, რომლის დამსახურებითაც მე ვარ ქრისტიანი, სწორედ ამიტომ, გმირთა მემორიალთან დავაბრძანებთ ხატებს, რომელზეც გამოსახულია წმინდა ამბროსი ხელაია, წმინდა გიორგი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და ექვთიმე თაყაიშვილი” -, განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
აქციის დასრულებისას ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ აქციას ბევრი ადამიანი ვერ ესწრება, რადგან ქალაქიდან არიან გასული. არჩევნების წინ კი პერმანენტული გამოსვლები გაგრძელდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. მისი თქმით, მოძრაობა “დაფიონის” წევრები საოკუპაციო ხაზთანაც ჩავლენ.
აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა