რამდენი ლარით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი? – სახელფასო სქემა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და
პირობების დადგენის თაობაზე განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:
ა) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების
მიხედვით:
ა.ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი
საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);
ა.გ) სამუშაო დატვირთვა;
ბ) მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი
კრიტერიუმების მიხედვით:
ბ.ა) სამუშაოს სპეციფიკა:
ბ.ა.ა) კლასკომპლექტი;
ბ.ა.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი
სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს
გეოგრაფიის სწავლება;
ბ.ა.გ) კლასის დამრიგებლობა;
ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;
ბ.გ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით:
მუხლი 8. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა):
ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;
გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები გაიცემა სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში (ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად).
მუხლი 9. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი
1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
მუხლი 10. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი
1. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.
2. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;
ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.
მუხლი 13. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზას. მასწავლებელს, რომელსაც აქვს:
ა) სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი;
ბ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
გ) 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი;
არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა არის:
ა) თანამდებობრივი სარგო – 1,790.0+40.0+45.0=1,875.0 ლარი;
ბ) არაქართულენოვან სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლებისა და კლასის დამრიგებლობის დანამატები (40.50+101.25=141.75 ლარი);
გ) იკრიბება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (1,875.00+141.75=2,016.75 ლარი).
შესაბამისად, მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,016.75 ლარს.
დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.