პუტინი ვიეტნამში – ვიზიტის 7 მიზეზი

რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა. პუტინი ვიეტნამის კომუნისტ ლიდერებს, მათ შორის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდა. შეხვედრა ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიში შედგა.
შეხვედრის შემდეგ სა და ვიეტნამის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მთავარი პუნქტებია:
· ორმხრივი თანამშრომლობა გეოპოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალია და მიმართულია მშვიდობის დამყარებაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე;
· მხარეებს უკავიათ ერთნაირი ან მსგავსი პოზიციები საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებზე;
· მხარეები გააღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკის, მრეწველობის და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში;
· თავდაცვისა და უსაფრთოხების სფეროში თანამშრომლობას რუსეთისა და ვიეტნამის ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული;
· აქცენტი გაკეთდება ინვესტიციებზე, როგორც ვიეტნამში, ისე რუსეთში;
· დაჩქარდება ვიეტნამში ბირთვული მეცნიერების ცენტრის მშენებლობა;
· რუსეთი და ვიეტნამი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო ტერორიზმთან და მის დაფინანსებასთან ბრძოლას;
რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
მან და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.