პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ერთგან დავწერე ვრცელი კომენტარი, ეს ოპოზიციონერი ხალხი არჩევნებამდე მაინც ნუ აგინებთ ერთმანეთს, ამით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს და თუ მაინცდამაინც კამათი გინდათ, ცოტა აკადემიურად და კორექტულად ჰქენით მეთქი და იქ კომენტარებში ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. სულ ნაცი და ქოცი უძახეს ერთმანეთს.
მერამდენედ უნდა შევესწრო მსგავს ამბავს, აღარ ვიცი უკვე. სულ ის მახსენდება, პარლამენტმა რომ ეთიკის კოდექსი მიიღო, ყველამ საზეიმოდ დადო პირობა ერთმანეთს შეურაცხყოფას არ მივაყენებთო და რაც იმის მერე დედა აგინეს და თავ-პირი ამტვრიეს ერთმანეთს, იმდენი სიკეთე ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
არა, მეც რომ ვერ ვისწავლე ჭკუა?