მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს-მ მოსამართლის წინაშე გამოკითხა

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი -მ “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხა.
მაჩალიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს, 18 საათზე მივიდა და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლის კითხვებს. მისი უფლებადამცველის, ქეთი ჩუთლაშვილის ცნობით, გაუთქმელობაზე ხელწერილის გამო, დარბაზში დასმულ კითხვების გასაჯაროვების უფლება არ აქვთ.
“შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. რუსულ კანონის აქციებთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა. კითხვებს რაც შეეხება, ვერ ვისაუბრებთ. სასამართლომ დაგვავალდებულა, არ გავახმაუროთ ის ინფორმაცია, რაც გაჟღერდა სასამართლო სხდომის დარბაზში”, – თქვა ადვოკატმა.
მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას, აქამდე რამდენჯერმე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუმცა გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებდა.
“მოწმის სტატუსით დამკითხეს, როგორც სხვები. მე ყოველდღე აქციაზე ვარ, ვიყავი და ვიქნები კიდეც… ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. რამდენჯერმე დამირეკეს, მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი. დღეს დამირეკეს სასამართლოდან და ვუთხარი მოვალ-მეთქი”.
შსს-ის კრიმინალურმა პოლიციამ 20 მაისს, ასევე “აგენტების კანონის” აქციებთან დაკავშირებით” პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც მაშინ მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქმე “იქითკენ მიჰყავთ, თითქოს იგი რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორია.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია