ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს

სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში – China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა – ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.
სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა კიდევ დაჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის, საჯაროდაც იმისთვის, რომ კონსორციუმისგან მიღებული წინადადებები სრულად შესაბამისობაში იყოს ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და შეთანხმებაზე მუშაობას“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ანაკლიაში საზღვაოს სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება, მისი ინფორმაციით, ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი კვირა ესაჭიროება.
„ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, გვსურს, რომ ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
Next: საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატები წარუდგინოს – მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში

ასევე დაგაინტერესებთ

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა

ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე

ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს